საქართველო

საქართველო დეკადების განმავლობაში იყო რუსეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულაციისა და ჩარევის, ასევე, დეზინფორმაციის სამიზნე. კრემლის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს მიხედვით, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული შეცდომაში შემყვანი და მცდარი ნარატივი ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრას, ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენებას და სუვერენიტეტის შერყევას. საქართველოში ძნელად მოიძებნება საკითხი, რომელიც რუსული დეზინფორმაციის სპექტრში არ მოხვედრილა — ბევრ სხვა საკითხთან ერთად რუსულმა დეზინფორმაციამ მოიცვა დასავლეთის დადანაშაულება „ფერადი რევოლუციის“ წაქეზებაში, ანტი-დასავლური სენტიმენტების გაღვივება, მითების გავრცელება ვაქცინაციისა და ბიოლოგიური კვლევის ლაბორატორიების შესახებ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე, საინფორმაციო გარემოში შეინიშნა კრემლისტური დეზინფორმაციის გავრცელების ზრდა, განსაკუთრებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, როგორც შიდა, ისე გარე აქტორების მხრიდან.

აღმოსავლეთის სამეზობლოს სტრატკომის სამუშაო ჯგუფი მონიტორინგს უწევს საინფორმაციო სივრცეს და აგროვებს დეზინფორმაციის რელევანტურ მაგალითებს EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია ქვემოთ.

10 articles
პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილებები: ქართული ოცნების რიტორიკა ევროკავშირის შესახებ

პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილებები: ქართული ოცნების რიტორიკა ევროკავშირის შესახებ

საქართველოს მმართველი პარტია სულ უფრო მეტად მტრულ რიტორიკას მიმართავს ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ, ოპოზიციის შევიწროების კვალდაკვალ. არჩევნების წინ პრო-კრემლისტურმა სუბიექტებმაც მიმართეს მთავრობის რიტორიკას.
საქართველო: მომდევნო ფერადი რევოლუცია?

საქართველო: მომდევნო ფერადი რევოლუცია?

საქართველოს განერვიულებული მთავრობა კრემლის ნარატივს იყენებს და იმეორებს ტყუილს, რომ თითქოს ევროკავშირს „რეჟიმის ცვლილება“ აქვს დღის წესრიგში საქართველოსთვის. „ფერადი რევოლუციების“ დაწყების ყალბი ბრალდებები ერთ-ერთი უძველესი ტრიუკია კრემლის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოში.
ინტერვიუ ნინო დოლიძესთან: საქართველოში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო აქტივობაა

ინტერვიუ ნინო დოლიძესთან: საქართველოში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო აქტივობაა

ნინო დოლიძე სამოქალაქო აქტივისტი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED), საქართველოში არჩევნებზე მთავარი დამკვირვებელი ორგანიზაციის, აღმასრულებელი დირექტორია. ნინო ესაუბრა EUvsDisinfo-ს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედებისა და საქართველოში დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის მზარდი გამოწვევების შესახებ.
საქართველო: ბრძოლისუნარიანობის რეალური მაგალითები

საქართველო: ბრძოლისუნარიანობის რეალური მაგალითები

საქართველოში უცხოური გავლენის აგენტების კანონთან დაკავშირებული პროტესტის აზვირთებასთან ერთად გაძლიერდა პრო-კრემლისტური დეზინფორმაციაც, რომელიც, ჩვეულ სტილში, დასავლეთს სდებს ბრალს რევოლუციის ხელშეწყობაში და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში.
ევროპის მკლავებში „მომწყვდეულები“

ევროპის მკლავებში „მომწყვდეულები“

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას და იმავეს გაკეთების მზადყოფნა გამოხატა საქართველოს მიმართ, როცა საქართველოს გაწევრების განაცხადთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებულ დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება.
„ბიოლოგიური იარაღი აკრძალულია, ბიოლოგიური კვლევა — არა“

„ბიოლოგიური იარაღი აკრძალულია, ბიოლოგიური კვლევა — არა“

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა ბიოლოგიურ ლაბორატორიებში კვლევებს ატარებს ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით.
კრემლის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცდილობენ საქართველოში ალტერნატიული ანტიდასავლური რეალობის შექმნას

კრემლის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ცდილობენ საქართველოში ალტერნატიული ანტიდასავლური რეალობის შექმნას

საქართველო დიდი ხანია პროკრემლისტური დეზინფორმაციის სამიზნეს წარმოადგენს — დეზინფორმაციის, რომელიც ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, არასაიმედო დასავლეთისა და აგრესიული ნატოს მიმართ შიშის პროვოცირებას და რუსეთის მორალურად და იდეოლოგიურად აღმატებულ ქვეყნად წარმოჩენას.
ძალადობის მომხრეები

ძალადობის მომხრეები

პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებები როგორც სიძულვილის ენის გამაძლიერებლები საქართველოში კრემლთან დაახლოებული საინფორმაციო საშუალებების მიერ ლგბტ+ ღირსების კვირეულის წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ ნოყიერი ნიადაგი შექმნა ძალადობრივი დემონსტრაციებისთვის. ანტილიბერალური, ულტრაკონსერვატიული და პროკრემლისტური აქტორები ღირსების კვირეულის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ანტიდასავლურ ბრალდებებს აჟღერებდნენ, მათ შორის, თითქოს დასავლეთი საქართველოს ჰომოსექსუალობას ახვევს თავს. პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებები…
დეზინფორმაციის ვირუსთან ბრძოლა: საქართველოს გამოცემა

დეზინფორმაციის ვირუსთან ბრძოლა: საქართველოს გამოცემა

მოგესალმებით თბილისიდან! ამ კვირაში დეზინფორმაციის მიმოხილვას უშუალოდ საქართველოდან მიიღებთ, რომელიც წარმოადგენს უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანას, “პირველი ევროპელების” სამშობლოს, ადგილს უნიკალური თანამედროვე არქიტექტურით და კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთ საყვარელ სამიზნეს. EUvsDisinfo მეშვეობით გამოვლინდა პრორუსული დეზინფორმაციის 300-ზე მეტი შემთხვევა საქართველოს წინააღმდეგ, რაც ჩვენს მიერ 2015 წლიდან შეგროვებული შემთხვევების თითქმის…
ვის ეშინია აზიური ფაროსანის?

ვის ეშინია აზიური ფაროსანის?

წითელა და ღორის გრიპის ეპიდემიები, ბიოლოგიური იარაღი, ლეტალური ექსპერიმენტები ადამიანებზე... - ქართული ლუგარის ლაბორატორია მასობრივი დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე აღმოჩნდა. რა ამოძრავებს პროკრემლისტურ აქტორებს ერთ ლაბორატორიაზე, ამდენი რაოდენობით „მომწამვლელი“ გზავნილები გაავრცელონ?
`

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    %s

      გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

      ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

        Subscribe to the Disinfo Review

        Your weekly update on pro-Kremlin disinformation

        Data Protection Information *

        The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.

        🎵 Playlist